მასწავლებელი: სოფიო
გაჩეჩილაძე
|
საგანი: სამოდელო(ინტეგრირებული) გაკვეთილი ქართულ ენასა და სახვით
და გამოყენებით ხელოვნებაში
კლასი:
IIIა
|
თემა:გუგული ტოგონიძის „ჭიანჭველა და ფუტკარი“. „წიგნის მხატვარი“
|
დრო: 45 წთ
|
მოსწავლეთა
რაოდენობა: 28
|
გაკვეთილის
მიზანი:
·
მხატვრული ტექსტის კითხვა და ანალიზი;
·
ზეპირი და წერითი
მეტყველების განვითარება;
·
კრიტიკული აზროვნებისა
და თანამშრომლობითი უნარების განვითარება;
·
ხელოვნების
რამდენიმე ძირითადი ელემენტის გამოყენებით ნაწარმოებიდან მიღებული შთაბეჭდილებებითა
და წარმოსახვითნამუშევრის შექმნა;
·
შემოქმედებითობისა
და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება;
|
მოსალოდნელი
შედეგები:
მოსწავლე წაიკითხავს და გააანალიზებს ტექსტს, დაახასიათებს
პერსონაჟებს, უპასუხებს დასმულ შეკითხვებს, მონაწილეობს ჯგუფურ აქტივობებში, დახატავს
ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟებს.
|
ეროვნული
სასწავლო გეგმის სტანდარტი:
ქართ.III. 2. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტების მოსმენა, გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა.
· ასახელებს მოსმენილ ტექსტში ასახულ ფაქტებს, პერსონაჟებს;
· აღწერს და ახასიათებს საგნებსა და პერსონაჟებს თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით;
·
მარტივი გამოთქმებით(მომწონს/არ მომწონს, საინტერესოა/უინტერესოა,
ვეთანხმები/ არ ვეთანხმები, და ა. შ.)აფასებს ნაწარმოებს, პერსონაჟებს, მათს
საქციელს და ცდილობს საკუთარი მოსაზრების ახსნას(,,არ ვეთანხმები იმიტომ, რომ..
საინტერესოა იმით, რომ... და ა.შ.)
·
ქართ.III. 4 მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას
·
თავისუფლად კითხულობს ნაცნობ და უცნობ სიტყვებს;
·
ხმამაღლა კითხულობს მცირე ზომის ტექსტებს, იცავს პაუზას სასვენ
ნიშნებთან.
ქართ.III.7 მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა
·
გამოხატავს
წაკითხული ტექსტით აღძრულ ემოციებს, განცდებს;
·
ასახელებს
ნაწარმოების გმირების მოქმედების მოტივს ( რატომ მოიქცა ასე) და აფასებს მათს
საქციელს
·
წაკითხული
ნაწარმოებიდან მიღებული შთაბეჭდილებით ქმნის ილუსტრაციებს და აფასებს სხვების
მიერ შექმნილ ილუსტაციებს(რამდენად ასახავს ილუსტრაცია ტექსტის შინაარსს).
ქართ.III.10 მოსწავლეს შეუძლია კითხვის ზოგიერთი სტრატეგიის
გამოყენება
·
ცდილობს უცნობი
სიტყვების ახსნას კონტექსტის მიხედვით;
·
წაკითხული შინაარსის
უკეთ გაგების მიზნით გონებაში, წარმოსახვაში აცოცხლებს მას.
ხელოვნება
·
ს.გ.III.1. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი
ხელოვნების რამდენიმე ძირითადი ელემენტი და პრინციპი ნამუშევრის
შექმნისას;
გადმოსცემს განწყობილებას მხატვრული ხერხების მეშვეობით(ხაზი,ფერი და ფორმა);
ს.გ.III.4.მოსწავლეს
შეუძლია ნამუშევრების შექმნა შთაბეჭდილებებისა და წარმოსახვის მეშვეობით;
ს.გ.III.7.მოსწავლეს
შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები,გამოთქვას აზრი
საკუთარ და თანაკლასელთა ნამუშევარზე;
|
საჭირო წინარე ცოდნა და
უნარ-ჩვევები:
შეუძლია სხვადასხვა
სახის ლიტერატურულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება, გაგება და გამოყენება.
მცირე ზომის
ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა. გადმოსცეს განწყობილება მხატვრული ხერხების მეშვეობით,
ხაზით, ფერით და ფორმით.შექმნას ნამუშევარი შთაბეჭდილებებისა და წარმოსახვის მეშვეობით;
ფლობს კითხვის
ტექნიკას. საპრეზენტაციო უნარებს.
ასახელებენ
მწერთა სახელწოდებებს .ახასიათებენ და აჯგუფებენ მათ სხვადასხვა ნიშნის მიხედვით.
იყენებენ ცივ და თბილ ფერებს ნამუშევრებში.
|
შეფასება
და თვითშეფასება:
ფასდება ინდივიდუალური
და ჯგუფური მუშაობა მასწავლებლის მიერ გამოყენებული განმავითარებელი შეფასებისა და ზეპირი კომენტარების
სახით.(იხ. დანართი 1, 2, 3)
|
სასწავლო
მასალა და რესურსები: დაფა, პროექტორი, ბუკი, თაბახის ფურცლები,
სახელმძღვანელო, კალამი, ფანქრები, ცარცი.
საორგანიზაციო სკითხები(2-3 წთ.)
|
აქტივობა1. (3წთ.)
გონებრივი იერიში. (ორგანიზების ფორმა: მთელ კლასთან)
აქტივობის მიზანი: წინარე
ცოდნის გააქტიურება
აქტივობის აღწერა: გაიხსენებენ
რა იციან მწერების შესახებ, მასწავლებელი გამოიყენებს კითხვა-პასუხის მეთოდს. პასუხების
მოსმენის შემდეგ კლასის აქტიური მონაწილეობითა და მასწავლებლის დახმარებით დაფაზე
ივსება „გონებრივი იერიშის“ რუკა;
აქტივობა 2. (8წთ.)
ტექსტის „ ჭიანჭველა და ფუტკარი“ კითხვა
აქტივობის მიზანი: მხატვრული ტექსტის შინაარსის გაცნობა და გამომეტყველებით
კითხვა.
აქტივობის აღწერა: ჯერ მასწავლებელი
წაიკითხავს ტექსტს, გზადაგზა აიხსნება უცხო სიტყვები და უჩვენებს Power-point-ში „ჭიანჭველას
და ფუტკარს“ , შემდეგ კი მოსწავლეები წაიკითხავენ როლებში.
აქტივობა 3. (6წთ.) ტექსტის შინაარსის გადმოცემა კითხვებზე პასუხებით.
აქტივობის მიზანი: მხატვრული ტექსტის ანალიზი, ზეპირი მეტყველების განვითარება
აქტივობის
აღწერა: მოსწავლეები კითხვებზე პასუხებით
გადმოსცემენ ტექსტის შინაარსს:
-
სად შეხვდნენ ერთმანეთს
ფუტკარი და ჭიანჭველა?
-
რა უბრძანა ჭიანჭველას
ფუტკარმა?
-
რით იყო ფუტკარი გაამაყებული?
რატომ აქებს მას ყველა?
-
რომელი მწერი გამოექომაგა
ჭიანჭველას?
-
რა უთხრა ჭიამაიამ ფუტკარს?
-
როგორ დაიცვა ჭიანჭველამ
ჭიამაია?
ტექსტის საანალიზოდ დაისმება კითხვა:
-
„ყვავილებთან ფუსფუსის უფლება მარტო მე მაქვს“, ამბობს ფუტკარი. მისი
ხასიათის რა თვისება ჩანს ამ სიტყვებიდან?
-
ტექსტის მთავარი
აზრი რომელ სტრიქონშია მოცემული? (ტექსტზე მუშაობის შეფასების რუბრიკა იხ. დანართი 3).
აქტივობა
4.(10წთ.) წაკითხულის შეჯამება (ჯგუფური მუშაობა)
აქტივობის
მიზანი: კრიტიკული აზროვნებისა და თანამშრომლობითი
უნარების განვითარება
აქტივობის
აღწერა: მოსწავლეებს შევახსენებ ჯგუფური
მუშაობის წესებს. დავურიგებ დავალებებს. მივცემ მკაფიო ინსტრუქციას და დავუნიშნავ
დროს. დავალება(იხ. დანართი 4,5,6,7).
I ჯგუფი: ტექსტის მიხედვით დააჯგუფონ სასარგებლო და
მავნე მწერები;
II ჯგუფი: ტექსტიდან შეუსაბამონ მოცემულ მწერებს მათი
თვისებები
III ჯგუფი: შეავსონ „გმირის რუკა“(მოქმედ პირთა შედარებითი დახასიათება)
IV ჯგუფი: შეავსონ „ვენის დიაგრამა “
აქტივობა 6.
(11წთ) ნაწარმოების ილუსტრირება (ჯგუფური მუშაობა).
აქტივობის მიზანი: საკუთარი
დამოკიდებულების გამოხატვა ნაწარმოებიდან მიღებული შთაბეჭდილებით ილუსტრაციის შექმნა.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები
უპასუხებენ კითხვებს და დახატავენ წარმოსახვაში
გაცოცხლებულ პერსონაჟებს
-
ვინ ქმნის წიგნისათვის
ნახატებს ანუ ილუსტრაციებს?
-
ილუსტრაციების
შექმნისას რაზე ამახვილებს ყურადღებას მხატვარი?
-
რა მნიშვნელობა აქვს
ილუსტრაციებს?
-
როგორ გვეხმარება
ქართულის გაკვეთილზე ხელოვნება?
აქტივობა 7.
საშინაო დავალება (2წთ.) რას შეცვლიდით მოთხრობაში? დაწერეთ და გაუზიარეთ თანაკლასელებს
შეფასება: (2წთ.)
მოსწავლეები შეავსებენ თვითშეფასების რუბრიკებს (იხ. დან. 2)
|
ჯგუფურ მუშაობაზე დაკვირვების რუბრიკა
დანართი 1
ჯგუფის წევრის სახელი გვარი
|
ყურადღებით უსმენს სხვებს
|
პატივს სცემს სხვების მოსაზრებებს
|
საჭიროების შემთხვევაში, იღებს დახმარებას ჯგუფის
სხვა წევრებისგან
|
საჭიროების და მისი შესაძლებლობების ფარგლებში, გასცემს
დახმარებას
|
||
ჯგუფში მუშაობის თვითშეფასების
რუბრიკა
დანართი 2
შეფასების კრიტერიუმები
|
კი
|
არა
|
აქტიურად ვიყავი ჩართული ჯგუფის მუშაობაში
|
||
ვიცავდი ჯგუფში მუშაობის წესებს
|
||
ჩემი მოსაზრება იყო მნიშვნელოვანი
|
||
ჯგუფის პრეზენტაცია იყო ორიგინალური
|
||
ვიყავი ორგანიზებული
|
||
დაცული იყო დროის ლიმიტი
|
ტექსტზე მუშაობის შეფასების რუბრიკა
დანართი 3
კრიტერიუმები
|
+ სრულად
აკმაყოფილებს
|
v ნაწილობრივ
აკმაყოფილებს
|
საჭიროებს დახმარებას
|
კითხულობს გაბმულად, გამომეტყველებით.
იცავს სასვენ ნიშნებს.
|
|||
ახასიათებს პერსონაჟს,
|
|||
შეუძლია ტექსტის ანალიზი, ასაბუთებს რა მოეწონა და
რატომ.
მსჯელობს მთავარ საკითხზე.
|
სამოდელო გაკვეთილის გეგმა N2
მასწავლებელი: სოფიო გაჩეჩილაძე
|
კლასი: მე-4
|
თემა:
უფლებები და მოვალეობები
ჩემს ცხოვრებაში
ივანე კრილოვის „მგელი და კრავის“ მიხედვით ( აკაკი წერეთლის თარგმანი)
|
დრო: 40 წთ
|
მოსწავლეთა
რაოდენობა: 29 მოსწავლე .
|
გაკვეთილის
ტიპი: სამოდელო, ინტეგრირებული
|
გაკვეთილის მიზანი:
·
მოსწავლეები წაიკითხავენ და გაანალიზებენ მხატვრულ
ტექსტს;
·
მოიძიებენ პრობლემის
გადაჭრის გზებსა და მოახდენენ
მიღებული გამოცდილებების რეალურ
ცხოვრებაში ტრანსფერს;
|
კლასის ორგანიზების
ფორმები: საერთო- საკლასო, ჯგუფური
|
ეროვნული
სასწავლო გეგმის
სტანდარტი:
ქართ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში.
·
კორექტულად, ეტიკეტის დაცვით გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას დისკუსიის, აზრთა გაცვლა-გამოცვლის დროს;
·
ყურადღებით ისმენს სხვათა მოსაზრებებს,
არ აწყვეტინებს მოსაუბრეს ლაპარაკს.
ქართ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ
უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული
ტექსტების მოსმენა, გაგება-გააზრება და გადმოცემა.
·
მსჯელობ ს მხატვრულ ნაწარმოებში ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე;
ქართ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების
გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული
ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის
შეფასება
და საკუთარი თვალსაზრისის
ახსნა.
·
ნაწარმოებში ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე აზრის
გამოთქმისას/მსჯელობისას ცდილობს მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ასპექტის გამოკვეთას;
·
აფასებს გმირის საქციელს და განმარტავს თავის დამოკიდებულებას;
უკავშირებს პერსონაჟის მოქმედებას პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებას ;
·
მონაწილეობს მხატვრული ნაწარმოების შესახებ გამართულ დისკუსიაში;
ქართ.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა.
Ø გაბმულად
(შეფერხებების გარეშე),სათანადო ტემპითა და
შესაბამისი ინტონაციით ხმამაღლა კითხულობს ნაცნობ და უცნობ ტექსტებს/ტექსტების
მონაკვეთებს;
სტანდარტის შედეგები ( კონფლიქტის
მართვა)
·
საზ. მეც. დაწყ. (1). 16. მოსწავლემ უნდა შეძლოს კონფლიქტურ სიტუაციებში
პრობლემის გადაჭრის მშვიდობიანი გზების მოძებნა.
სტანდარტის შედეგები (უფლებების დაცვა, ღირებულებები)
საზ. მეც. დაწყ. (1). 10 მოსწავლემ
უნდა შეძლოს ღირებულებების ( მაგ.ეთიკური
ქცევის ნორმების დაცვა, სამართლიანობა პასუხისმგებლობა) ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირება.
საზ. მეც. დაწყ. (1). 13. ბავშვთა უფლებები
·
მოსწავლემ უნდა შეძლოს
ბავშვის უფლებებისა
და მოვალეობების, ასევე ოჯახისა და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერება.
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
შეუძლიათ
სხვადასხვა სახის ლიტერატურულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება, გაგება და გამოყენება.
ფლობენ კითხვის ტექნიკას. საპრეზენტაციო უნარებს.
ასახელებენ შინაურ და გარეულ
ცხოველებს, მათ ნაშიერებს. ახასიათებენ და აჯგუფებენ მათ სხვადასხვა ნიშნის მიხედვით.
ერთმანეთისაგან
ანსხვავებენ და ასახელებენ
უფლება-მოვალეობებს. იციან კანონის მნიშვნელობა. გააზრებული აქვთ მისი დაცვის აუცილებლობა.
|
სასწავლო
მასალა და რესურსები:
მასწავლებლის მიერ შექმნილი
რესურსი-ელექტრონული წიგნი- ივანე
კრილოვის მიხედვით „მგელი და კრავი“.
დაფა, პროექტორი, ბუკი, თაბახის ფურცლები,
მე-4 კლასის სახელმძღვანელო, ჩხირები. მოსწავლეების მიერ შექმნილი რესურსი
„შუქნიშანი“
კალამი, ფანქრები, ცარცი.
აქტივობა 1. საორგანიზაციო საკითხები. (2-3 წთ.) ( ორგანიზების ფორმა, საერთო- საკლასო )
აქტივობის
მიზანი:
მოსწავლეებისთვის პოზიტიური საგაკვეთილო გარემოს შექმნა.
აქტივობის
აღწერა:
გაკვეთილის თემის, მიზნის გაცნობა. ქცევის წესების შეხსენება.
აქტივობა
2. წინარე ცოდნის გააქტიურება კითხვა-პასუხის მეთოდის საშუალებით
(5-6 წთ)
(ორგანიზების ფორმა,
საერთო-საკლასო)
მიზანი:დასმული კითხვების
საშუალებით მოსწავლეები შეძლებენ
წინარე ცოდნის გააქტიურებას, რაც მოამზადებს ნიადაგს მომდევნო აქტივობაზე თანმიმდევრულად
გადასასვლელად.
(ორგანიზების
ფორმა, მთელ კლასთან)
აქტივობის აღწერა: გაიხსენებენ რა არის იგავ-არაკი , რა იციან
მგელის და კრავის
შესახებ. კიდევ რომელი შინაური და გარეული
ცხოველების იციან? პასუხების მოსმენის
შემდეგ კლასის აქტიური მონაწილეობითა და მასწავლებლის დახმარებით დაფაზე შეივსება „გონებრივი იერიშის“ რუკა;
აქტივობა 3. (5-6 წთ.) ტექსტის „ მგელი
და კრავი“
კითხვა
აქტივობის მიზანი: მხატვრული ტექსტის შინაარის გაცნობა და
გამომეტყველებით კითხვა.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი წაიკითხავს
ტექსტს, გზადაგზა აიხსნება უცხო სიტყვები და უჩვენებს, თავის მიერ, Power-point-ში შექმნილ რესურსს „მგელი და კრავი“,
შემდეგ კი მოსწავლეები წაიკითხავენ როლებში.
აქტივობა 4. (7-8 წთ.) ტექსტის შინაარსის
გადმოცემა კითხვა-პასუხით
(ორგანიზების ფორმა,
საერთო-საკლასო)
აქტივობის მიზანი: მხატვრული ტექსტის
ანალიზი, ზეპირი მეტყველების
განვითარება
აქტივობის
აღწერა: მოსწავლეები კითხვებზე პასუხებით გადმოსცემენ ტექსტის შინაარსს:
·
რატომ გადაწყვიტა მგელმა კრავის დადანაშაულება (რატომ
„გამოიგონა შარები“)?
·
ჩამოთვალეთ ბრალდებები, რომლებიც მგელმა კრავს წაუყენა
·
მგელი ბეკეკას ძალიან უხეშად მიმართავს, ამცირებს მას.
იპოვე ტექსტში ის შეურაცმყოფელი სიტყვები.
·
კრავი მგელს შემდეგ სიტყვებს ეუბნება: „ჩემო ხელმწიფევ“, ბატონო“, „რას მერჩით მე საწყალსაო“, „ჯერ ერთი წლისაც არა ვარ“... რას ცდილობს იგი ამით?
·
მგლის რომელ სიტყვებში გამჯღავნდა საბოლოოდ
მისი ნამდვილი ზრახვები?
ტექსტის
საანალიზოდ დაისმება კითხვები:
·
რატომ ვერ გახდა ვერაფერს კრავი?
როგორ შეაფასებდით მგლის საქციელს
·
დაირღვა თუ
არა კრავის უფლებები?
დაასაბუთეთ.
·
რომელი უფლებები გაქვთ თქვენ?
·
რა არის
მოვალეობები და რომელი მოვალეობები აქვს სკოლის მოსწავლეს?
·
გვაძლევს თუ არა
უფლებები საშუალებას, ვაკეთოთ ის რაც გვინდა და
როგორც გვინდა?
·
საბრალო კრავი ბოლოს მაინც ვერაგი მგლის მსხვერპლი გახდა, ვინ ან რამ უნდა მოაწესრიგოს
ასეთ დროს მდგომარეობა? რა არის გამოსავალი?
(ტექსტზე მუშაობის
შეფასების რუბრიკა იხ.დანართი
3).
აქტივობა
5.(6-7წთ.)
თამაში „იურიდიული კონსულტაცია“ (ჯგუფური მუშაობა)
აქტივობის
მიზანი: პრობლემის გადაჭრის
გზების ძიება და მიღებული
გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენება;
აქტივობის
აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს შეახსენებს ჯგუფური მუშაობის წესებს. გააცნობს დავალებას- შეასრულონ იურისტის
როლი და კონსულტაცია
გაუწიონ კრავს, დაეხმარონ
პრობლემის მოგვარებაში. მისცემს
მკაფიო ინსტრუქციას და დაუნიშნავს დროს, ასევე
დაურიგებს შუქნიშნის ბარათებს.
მოსწავლეები გამოიყენებენ მას
( მწვანე- ყველაფერი გასაგებია,
წითელი- ვითხოვ დახმარებას) როდესაც
სურთ მასწავლებელი მოიხმონ თავისთან. მასწავლებელი იძლევა
საჭირო დახმარებას. დროის
ამოწურვის შემდეგ მასწავლებელი ამოიღებს
გამოსაძახებელ ჩხირებს, რომელი ჯგუფის
მოსწავლეც ამოვა, ის ჯგუფი
წარმოადგენს პრეზენტაციას პირველი.
აქტივობა
( 6. წთ.) წაკითხულის შეჯამება. (ორგანიზების ფორმა საერთო-საკლასო (იხ.დანართი 4).
მიზანი: გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გამოყენება. მიღებული
ინფორმაციის გადამუშავება და კრიტიკული
აზროვნების დახვეწა.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები მასწავლებლის
დახმარებით
შეავსებენ დაფაზე დახაზულ
„გმირის რუკას“ და შეაჯამებენ
გაკვეთილს მასწავლებლის მიერ დასმული
კითხვებით.
-რა არის იგავის
არსი და ვის გულისხმობს
ავტორი თავის პერსონაჟებში? თქვენი სიტყვებით გადმოეცით იგავის მთავარ
სათქმელი, ეთანხმებით თუ არა მას? დაასაბუთეთ
თქვენი აზრი.
აქტივობა 7.
საშინაო დავალება
(2წთ.)
მიზანი: ახალი
მასალის განმტკიცება
წარმოიდგინეთ
ისეთი სამყარო , სადაც
,,მგელი და კრავი მეგობრულად ცხოვრობდნენ“, აღწერეთ
ასეთი სამყარო, დაწერეთ თხზულება
იგავის
სახით.
შეფასება: (2-3წთ)
მიზანი:
მოსწავლეთა აკადემიური
პროგრესისა და საჭიროებების შესახებ
ინფორმაციის მოპოვება. აკადემიური პრობლემების იდენტიფიცირება. თვითშეფასებითა და მასწავლებლის
შეფასებით მოსწავლეების მიერ სწავლის
პროცესისათვის მონიტორინგის გაწევა.
|
ჯგუფურ მუშაობაზე დაკვირვების რუბრიკა (დანართი 1)
ჯგუფის წევრის სახელი გვარი
|
ყურადღებით უსმენს სხვებს
|
პატივს სცემს სხვების მოსაზრებებს
|
საჭიროების შემთხვევაში, იღებს დახმარებას ჯგუფის
სხვა წევრებისგან
|
საჭიროების და მისი შესაძლებლობების ფარგლებში, გასცემს
დახმარებას
|
|
ჯგუფში მუშაობის თვითშეფასების
რუბრიკა (დანართი 2)
შეფასების კრიტერიუმები
|
კი
|
არა
|
აქტიურად ვიყავი ჩართული ჯგუფის მუშაობაში
|
||
ვიცავდი ჯგუფში მუშაობის წესებს
|
||
ჩემი მოსაზრება იყო მნიშვნელოვანი
|
||
ჯგუფის პრეზენტაცია იყო ორიგინალური
|
||
ვიყავი ორგანიზებული
|
||
დაცული იყო დროის ლიმიტი
|
ტექსტზე
მუშაობის შეფასების რუბრიკა (დანართი
3)
კრიტერიუმები
|
+
სრულად აკმაყოფილებს
|
v
ნაწილობრივ
აკმაყოფილებს
|
_
საჭიროებს
დახმარებას
|
კითხულობს გაბმულად (შეფერხებების გარეშე),სათანადო ტემპითა და შესაბამისი ინტონაციით. იცავს
სასვენ ნიშნებს.
|
|||
გამოხატავს
საკუთარ დამოკიდებულებას პრობლემური თვალსაზრისის შემცველი ლიტერატურული ტექსტის მიმართ
|
|||
შეუძლია კონფლიქტურ სიტუაციებში პრობლემის გადაჭრის მშვიდობიანი
გზების მოძებნა
|
წარმატებები სოფი!
ReplyDelete