პროექტები და ღონისძიებები

"დედაენის ბურჯი"



 



სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი, გვარი
სოფიო გაჩეჩილაძე
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
თბილისი; ისანი-სამგორი
სკოლა
სსიპ ქალაქ თბილისის N76 საჯარო სკოლა
პროექტის მონახაზი
პროექტის დასახელება
„დედაენის ბურჯი“

პროექტის აქტუალობა
სასწავლო პროექტი “დედაენის ბურჯი “ საჭიროა  მოსწავლეთათვის ქართული ანბანის წარმოშობის ისტორიისა და იაკობ  გოგებაშვილის  ცხოვრებისა  და  შემოქმედების უკეთ გასაცნობად;
მოსწავლეებში წაკითხული  ტექსტების  გააზრების  უნარის გასავითარებლად;
მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა საზოგადო მოღვაწის  გამონათქვამებს ქართული ენის შესახებ. გაიგებენ რატომ აღინიშნება დედაენის დღე;  ისწავლიან ლექსებს, სიმღერებს სამშობლოზე, დედაენაზე; გაუღვივდებათ პატრიოტული გრძნობა;
ვინაიდან კლასში მყავს არაქართულენოვანი მოსწავლეებიც, მათთვის განსაკუთრებით აქტუალურია  აღნიშნული პროექტი, რადგან ხელს შეუწყობს მათ ქართული ენის უკეთ  შესწავლაში,  ქართული ანბანის შექმნის ისტორიის უკეთ  გაცნობაში.  გამოიწვევს  მათ დაინტერესებას ქართული ლიტერატურითა და კულტურით;

პროექტის შინაარსი
მოსწავლეები შეაგროვებენ ინფორმაციას ქართული ანბანის შექმნის შესახებ. წაიკთხავენ და დაისწავლიან ლექსებს დედაენაზე, ქართულ ანბანზე. წაიკითხავენ იაკობის მოთხრობებს. ისწავლიან ლექსებს სამშობლოზე. დაიყოფიან ჯგუფებად და თითოეულ ჯგუფს მიეცემა განსხვავებული დავალება.
სამუშაო გეგმა ჯგუფებისათვის:
I. ჯგუფი: უფროსკლასელებთან გამოკითხვის შედეგად  უცნობი მასალის შეგროვება იაკობ გოგებაშვილის შესახებ, ასევე ინფორმაციას მოძიება ინტერნეტის საშუალებით, ფოტოების შეგროვება. პრეზენტაციის მოწყობა და კედლის გაზეთის დამზადება;
II. ჯგუფი: იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების წაკითხვა  და ხელოვნების რამდენიმე ძირითადი ელემენტის გამოყენებით წაკითხული ნაწარმოებების დასურათება. ხელნაკეთი წიგნების შექმნა და გამოფენა;

პროექტის ფარგლებში ჩატარდება კალიგრაფიის კონკურსი “ჩვენ ვწერთ სუფთად და ლამაზად“. გამოვლინდება გამარჯვებული. მოეწყობა საუკეთესო ხელნაწერების გამოფენა.

საგანი/საგნები
 ქართული ენა, სახვითი და გამოყენებითი  ხელოვნება.
საფეხური/კლასი
დაწყებითი სწავლების საფეხური,  III კლასი
პროექტის განხორციელების დრო
3 კვირა
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ქართ.III.2 მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტების მოსმენა,გაგება და მათი შინაარსის გადმოცემა
·         ასახელებს მოსმენილ ტექსტში ასახულ ფაქტებს ,პერსონაჟებს;
·         აღწერს და ახასიათებს საგნებსა და პერსონაჟებს თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით
ქართ.III.7 მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა
·         წაკითხული ნაწარმოებებიდან მიღებული შთაბეჭდილებებით ქმნის ილუსტრაციებს;
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
ს.გ.III.1.მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითადი ელემენტი და პრინციპი ნამუშევრის შექმნისას;
ს.გ.III.4.მოსწავლეს შეუძლია ნამუშევრის შექმნა შთაბეჭდილებებისა და წარმოსახვის მეშვეობით;
ს.გ.III.7.მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები. გამოთქვას აზრი საკუთარ და თანაკლასელთა ნამუშევარზე;


პროექტის  სასწავლო  მიზნები/სწავლის  შედეგები
ქართული ანბანის წარმოშობის ისტორიის გაცნობა;
იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების კითხვა და ანალიზი;
ხელოვნების რამდენიმე ელემენტის გამოყენებით წაკითხულის ილუსტრირება და ხელნაწერი წიგნების შექმნა;
კედლის გაზეთის გამოშვება;
თანამშრომლობითი უნარების განვითარება;
შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება;
კომუნიკაციი უნარების განვითარება;
ინფორმაციის მოძიების უნარის განვითარება;








შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო(შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში
მოსწავლეების ცოდნის შემოწმება
„ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე“ სქემით
კონკრეტულად თითოეული მოსწავლის ნამუშევარი და შეფასებები;
პროექტის მსვლელობისას

1.       გეგმა
2.       მასწავლებლის დაკვირვება მოსწავლეთა აქტივობასა და ქცევაზე;
3.       რესურსების შერჩევის უნარის გამომჟღავნება;
4.       ურთიერთანამშრომლობა;



მოძიებული მასალის დალაგება-დაჯგუფება;

კითხვები

პროექტის დასრულების  შემდეგ

პრეზენტაციის უნარის შემოწმებაზე მასწავლებლის დაკვირვება.
პროდუქტები (გაზეთი, პრეზენტაცია, )





რუბრიკები (იხ. დანართი 1)



სხვა საკითხები

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა                   რატომ აღვნიშნავთ  დედაენის  დღეს?

თემატური კითხვები          ვინ  შექმნა პირველი ანბანი?
                                                  ვინ  შეადგინა  ქართველებისათვის  დედაენა?

შინაარსობრივი კითხვა        რა  იცით  იაკობ  გოგებაშვილის  ცხოვრებასა და  შემოქმედებაზე?




წინარე ცოდნა

მოსწავლეები ფლობენ წერის და მხატვრული ტექსტის კითხვის სტრატეგიებს, პრეზენტაციის უნარებს.
შეუძლიათ მცირე ზომის ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა. გადმოსცეს განწყობილება მხატვრული ხერხების მეშვეობით, ხაზით, ფერით და ფორმით. შეუძლიათ ხელოვნების რამდენიმე ძირითადი ელემენტის გამოყენებით ნაწარმოებიდან მიღებული შთაბეჭდილებებითა და წარმოსახვით ნამუშევრის შექმნა.

სასწავლო პროცედურები

I კვირა

აქტივობა 1. ჩემ მიერ მომზადებული ბარათების დარიგება
მოსწავლეები ეცნობიან ბარათებს, სვამენ კითხვებს, ავსებენ სქემის ,,ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე“I სვეტს.(პროექტის მსვლელობისას ავსებენ მე-2 და მე-3 სვეტს).
აქტივობა 2. ინფორმაციის მოძიება-შეგროვება
უფროსკლასელების გამოკითხვის შედეგად  მიღებული ინფორმაციის შეგროვება. ინტერნეტით ინფორმაციის მოძიება იაკობ გოგებაშვილის შესახებ, ქართული ანბანის შექმნის შესახებ. ფოტო-მასალის შეგროვება იაკობ გოგებაშვილზე, ქართულ ანბანზე ,დედაენაზე.


II კვირა.
აქტივობა. მოძიებული მასალის შერჩევა. იაკობ გოგებაშვილის მოთხრობებისა და ლექსების კითხვა. წაკითხული მოთხრობების დასურათება ,ილუსტრაციების შექმნა. ჯგუფური მუშაობა. თითოეულ ჯგუფს მიცემული აქვს დავალებები, ჯგუფის წევრები  გაინაწილებენ თავის სამუშაოს.

III კვირა
აქტივობა. პრეზენტაცია. კედლის გაზეთის  დამზადება. ილუსტრირებული ხელნაწერი წიგნების დამზადება და გამოფენა. კალიგრაფიის კონკურსი.საუკეთესო ხელნაწერების გამოფენა’
ღონისძიება „ენა, მამული, სარწმუნოება“.



სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
არ მყავს
არაქართულენოვანი მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
ვიყენებ  ილუსტრირებულ ტექსტებს.
ნიჭიერი მოსწავლეები
დამოუკიდებლად მოამზადებს პრეზენტაციას და ითანამშრომლებს თანაკლასელებთან, რომელთაც სჭირდებათ დახმარება
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
აპარატურული უზრუნველყოფა
კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
მობილური ტელეფონი
ფოტო/ვიდეო კამერა
პრინტერი
ინტერნეტკავშირი
პროექტორი
სკანერი
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
ლაზერული დისკი /ჩიპი
ტელევიზორი
სხვა ----------
პროგრამული უზრუნველყოფა
ტექსტური რედაქტორი
ელ. ფოსტა
ვებედიტორი
ელ.ცხრილები
 ვიდეო/აუდიო რედაქტორი
ტესტირების პროგრამა
გრაფიკული რედაქტორი
საგამომცემლო პროგრამა
ბლოგი
საპრეზენტაციო პროგრამა
ელ. ენციკლოპედია
სხვა ----------
ვებბრაუზერი
ელ. კითხვარი

ბეჭდური მასალები
იაკობ გოგებაშვილის „საგანძური“.
იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების კრებული
ინვენტარი/მასალები

ინტერნეტრესურსები
www.ka.wikipedia.org
სხვა რესურსები
ბუკი. ფორმატის ქაღალდები, ფერადი ფანქრები, პროექტორი.





დანართი 1   პრეზენტაციაზე მოსწავლის შეფასების რუბრიკა


შეფასების კრიტერიუმები
სრულად აკმაყოფილებს +
ნაწილობრივ აკმაყოფილებს  v

საჭიროებს დახმარებას -
აკეთებს პრეზენტაციას



მსჯელობს



გადმოსცემს აზრს თანმიმდევრულად



კითხულობს ლექსებს მხატვრულად














,,ჩვენი  ჯანმრთელობა  ჩვენს  ხელშია"

 1. პროექტის სახელწოდება: ,,ჩვენი  ჯანმრთელობა  ჩვენს  ხელშია"
2. პროექტის მთავარი იდეა ( თემა): ჯანმრთელობაზე ზრუნვა. სწორი კვების მნიშვნელობის გათავისება. ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა.
3. პროექტის აქტუალურობა: მოსწავლეები გაიგებენ, თუ რას გულისხმობს ჯანმრთელი ცხოვრების წესი.
 ვინაიდან მომრავლდა  მოზარდებში  და  არამარტო მოზარდებში, სხვადასხვა  დაავადებები  რისი  გამომწვევი  ერთერთი მიზეზი შეიძლება იყოს არასწორი კვება და არაჯანსაღი ცხოვერების წესი. აქედან გამომდინარე მიმაჩნია,რომ აღნიშნული პროექტი აქტუალურია, რადგან მოსწავლეები  გაეცნობიან თუ როგორ გავლენას ახდენს არასწორი კვება და არაჯანსაღი ცხოვრების  წესი ადამიანის ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, ისინი  გააცნობიერებენ, რომ  ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენს ხელშია.
4. პროექტის მიზანი:

  • ჯანმრთელი ცხოვრების წესის გაცნობა და დამკვიდრება მოსწავლეებში;
  • სწორი კვების მნიშვნელობის გათავისება;
  • ჯგუფური მუშაობის დროს თანამშრომლობითი უნარების განვითარება;
  • კომუნიკაციის უნარის განვითარება;
  • ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, დახარისხება და გამოყენება;

5. მონაწილეთა ასაკი: დაწყებითი საფეხური,  მე-4 კლასი
6. ვადები/ხანგრძლივობა: 3 კვირა
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:

  • ბავშვებს წარმოდგენა შეექმნებათ ჯანსაღი ცხოვრების წესსზე;
  • დაგეგმილი აქტივობები დაეხმარებათ ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გააზრებაში;
  • შეძლებენ პრობლებაზე მსჯელობას და პრობლემის გადაჭრის გზების პოვნას;
  •  ერთობლივად იმუშავებენ  კედლის გაზეთის ,, ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენს ხელშია" შექმნაზე. განუვითარდებათ თანამშრომლობითი უნარები;
  • ,, კვების პირამიდის"  შექმნა;

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ბუკი.პროექტორი,ფორმატები,ფერადი ფანქრები.მარკერები,დაფა,ცარცი.
9. პროექტის მსვლელობა:


I კვირა:
აქტივობა 1. ჩემ მიერ მომზადებული ბარათების დარიგება
მოსწავლეები ეცნობიან ბარათებს, სვამენ კითხვებს, ავსებენ სქემის ,,ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე“I სვეტს.(პროექტის მსვლელობისას ავსებენ მე-2 და მე-3 სვეტს).
აქტივობა 2. ინფორმაციის მოძიება-შეგროვება;      
 აქტივობა 3. ინტერვიუს ჩაწერა უფროსებთან;

II კვირა:
აქტიობა 4. მოძიებული  ინფორმაციის  დახარისხება;
აქტივობა 5. მიზნობრივი  ნახატების  შექმნა;
აქტივობა 6. კვების  პირამიდის  შედგენა;
III კვირა:
აქტივობა 7. კედლის  გაზეთის  დამზადება; 
აქტივობა 8. ჯანმრთელობისთვის მავნე ფაქტორების (ნარკოტიკი, თამბაქო და სხვა) თავიდან ასაცილებლად  ფლაერების დამზადება;
აქტივობა 8. პრეზენტაციის  მომზადება;
აქტივობა 9. შეჯამება,  მსჯელობა  პრობლემის  ირგვლივ  და დასკვენების  გამოტანა;
აქტივობა 10. ბლოგის შექმნა;
შეაფასება: მოსწავლეები შეფასდებიან პროექტის მიმდინარეობის პროცესში განმავითარებელი  კომენტარებით.

I  ეტაპზე შეფასდება წინარე ცონა და ინტერესები;
II ეტაპზე შეფასდება თანამშრომლობითი უნარი, ინფორმაციის მოძიებისა და დახარისხების უნარი;
III ეტაპზე შეაფასდება მათი საპრეზენტაციო უნარები;
10.საგანთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბუნება, სახვითი ხელოვნება, ისტ -ი.
ბენ.IV.9.საუბრეობს ზოგიერთი საკვები პროდუქტის შენახვის წესებზე და ამ წესების დაცვის აუცილებლობაზე;
ბუნ IV. 8. მოსწავლეს შეუძლია პირადი ჰიგიენის  ძირითადი წესების დაცვა:
  • ასახელებს ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედ ფაქტორებს(მაგ,დაბინძურებული გარემო,არაჯანსაღი საკვები,ნიკოტინი,ნარკოტიკი);
  • ადგენს კვების საკუთარ რაციონში შემავალი  პროდუქტების სიას  და  გამოყოფს ადამიანისათვის  აუცილებელ  საკვებ პროდუქტთა ჯგუფებს (მაგ,ბოსტნეული, რძის პროდუქტი,  მარცვლეული);

ის.ტექ.1.1. მოსწავლე  ფლობს  ინფორმაციულ  და  საკომუნიკაციო  ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ძირითად  ცნებებსა და ოპერაციებს;
ის.ტექ. 1.3. მოსწავლეს შეუძლია ისტ. პროდუქტის  შესაქმნელი საშუალებების გამოყენება:
ქმნის ასაკობრივი ჯგუფისათვის  შესაბამისი ციფრული ფორმატის პროდუქტს, როგორც ინდივიდუალურად, აგრეტვე თანაკლასელებთან ერთად. ასევე მასწავლებლის ან მშობლის  დახმარებით (მაგ.ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესახებ პროექტის დამხმარე,თვალსაჩინო მასალა);
ის.ტექ.1.7 მოსწავლეს შეუძლია კვლევის ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება:
იყენებს საძიებო სისტემას ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მისაღებად (მაგ. მოიძიებს აუდიო ან ფოტო-ვიდეო ფაილს);
..IV.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს თანაკლა­სე­ლებ­თან თანამშრომ­ლობით (წყვილში, გუნდში) შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმვა და განხორციელება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ერთობლივი მუშაობისას (ღონისძიების დაგეგმვა/განხორციელება, ნამუშევრის შექმნა წყვილში/ჯგუფში) უზიარებს თანაკლასელებს  განსხვავებულ მოსაზრებებს, იდეებს, მათთან ერთად იღებს საერთო გადაწყვეტილებებს;
  • ელექტრონულად უგზავნის საკუთარ ციფრულ ნამუშევარს როგორც თანაკლასელებს, ისე მასწავლებელს;
  • იჩენს სხვებთან თანამშრომლობის ინიციატივას და ეხმარება თანაკლასელებს;
  • იცავს დროის ლიმიტს ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას;
  • ირჩევს სამუშაო იარაღებს, მასალას, აწესრიგებს მათ განსაზღვრული დროის მონაკვეთში.
11.პროექტის ხელმძღვანელი: სოფიო გაჩეჩილაძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: gachechiladzesofo150@gmail.com
13 პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: sofogachechiladze.blogspot.com



2 comments:

  1. საყვარელი ბავშვები და კრეატიული პედაგოგი!

    ReplyDelete
  2. მადლობა,გაიხარეთ!

    ReplyDelete